საჯარო ლექცია - ბიზნესის გული

6 ივნისი 2025

6 ივნისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება შეხვედრა CU-ის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთან - ლევან გიორგაძესთან.

 

ლევან გიორგაძე არის:  Bubblehead – ის  დამფუძნებელი და MediClubGeorgia-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

შეხვედრის თემა იქნება -,,ბიზნესის გული’’.

 

სპიკერი მსმენელებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ისაუბრებს საზრისზე და მის მნიშვნელობაზე ბიზნესში.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.