28 მარტს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, CU-ის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია ოქტავიან საიუსთან (რუმინელი თეატრის მკვლევარი და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი, თეატროლოგიის დოქტორი) თემაზე "აბსურდის თეატრი ბეკეტიდან ფოსემდე: ისტორიული გადააზრება".
აბსურდის თეატრი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი შემაძრწუნებელი კატასტროფის შემდეგ ნგრევითა და სასოწარკვეთით განპირობებული ისტორიული კონტექსტიდან აღმოცენდა. ანტიჰუმანურობის აღმოჩენამ ჩამოაყალიბა ის სოციალური ფონი, რომელშიც ერთმანეთს შეერწყა ეგზისტენციალური თემები და მხატვრული გამოსახვის ავანგარდული ფორმები. დღესდღეობით გლობალური ლანდშაფტის უკიდურესი ბუნდოვანება ახლაც ისევე მწვავედ გამოკვეთს აბსურდულობის პრობლემას, როგორც თავის დროზე, როცა ბეკეტისა და იონესკოს რადიკალური განაცხადი გაჟღერდა. იუნ ფოსეს თეატრი ყველაზე უკეთ ამტკიცებს, რომ აბსურდი მოძველებულ კონცეპტს კი არ წარმოადგენს, არამედ უნივერსალურ კატეგორიას გამოხატავს, რომელთან ჭიდილი ჯერაც გვიწევს. მოხსენებაში აბსურდის თეატრი განხილული იქნება, როგორც კულტურული ფენომენი, რომელიც აქტუალობას ინარჩუნებს როგორც ინტელექტუალური, ისე სიღრმისეულად სულიერი თვალსაზრისით.
დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ მითითებულ ბმულზე.