WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“- მეორე ნაკადის მეოთხე ლექცია

9 ივნისი 2023

ჟენევის მსოფლიო ინოვაციების და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტი (WICMI) კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე.


პროგრამის მიზანია, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირებით ცოდნის გაზიარების, აგრეთვე ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა.

 

პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ონლაინ ლექციებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობას ყველა ონლაინ ლექციაში მიიღებენ, აკადემიური წლის ბოლოს გადაეცემათ „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება’’ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატი.

 

პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის უფასო.

 

მეხუთე ლექცია გაიმართება 9 ივნისს, 13:00 საათზე.



ლექციის თემა:
‘’საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი სახალხო განვითარებასა და ინოვაციებში’’.



ლექციას წარუძღვება პროფესორი სონალ პანდია - მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის დოქტორანტი, კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის დეპარტამენტის უფროსი Gujarat University-ში.



პროფესორი სონალ პანდია 2004 წლიდან იკავებს კომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის დეპარტამენტის უფროსის პოსტს Gujarat University-ში.


პროფესორს მიღებული აქვს ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორანტის ხარისხები მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით.
სონალი არის UNICEF პროექტების მენტორი, Building Energy Efficient Project (BEEP) კომიტეტის წევრი, რაც წარმოადგენს თანამშრომლობის პროექტს ინდოეთის მთავრობასა და შვეიცარიას შორის.



ლექციაზე დასწრების მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ მოცემულ ბმულზე. 



9 ივნისის ლექციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 ივნისი 17:00 საათი.

 

ლექციები გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის ბმული, მხოლოდ დარეგისტრირებულ სტუდენტებს გაეგზავნებათ.

 

WICMI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.