WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“- მეოთხე ნაკადის მესამე ლექციაზე რეგისტრაცია დაიწყო

11 ივნისი 2025

ჟენევის მსოფლიო ინოვაციების და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტი (WICMI) კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე.


პროგრამის მიზანია, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირებით ცოდნის გაზიარების, აგრეთვე ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა.

 

პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ონლაინ ლექციებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტებს, რომლებიც ონლაინ ლექციების 50%-ს დაესწრებიან, აკადემიური წლის ბოლოს გადაეცემათ „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება’’ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატი.

 

პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის უფასო.

 

მეორე ლექცია გაიმართება 11  ივნისს, 16:00 საათზე.

ლექციის თემა: “როგორ დააინტერესოთ ადამიანები თქვენი იდეებითა და პროექტებით”.


ლექციას წარუძღვება  სკოტ გოულდი, Ampersand Group-ის დირექტორი, ავტორი წიგნისა “ჩართულობის ფორმა”, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) მრჩეველი ჩართულობის საკითხებში და სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის მოწვეული ლექტორი. 


ლექციაზე დასწრების მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ მოცემულ ბმულზე. 11 ივნისის ლექციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ივნისი დღის 12:00 საათი.

 

ლექციები გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის ბმული, მხოლოდ დარეგისტრირებულ სტუდენტებს გაეგზავნებათ. 

 

WICMI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.