ჟენევის მსოფლიო ინოვაციების და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტი (WICMI) კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე.
პროგრამის მიზანია, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირებით ცოდნის გაზიარების, აგრეთვე ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა.
პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ონლაინ ლექციებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტებს, რომლებიც ონლაინ ლექციების 50%-ს დაესწრებიან, აკადემიური წლის ბოლოს გადაეცემათ „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება’’ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატი.
პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის უფასო.
მეოთხე ლექცია გაიმართება 20 ივნისს, 12:00 საათზე.
ლექციის თემა: “მდგრადი განვითარების ტრანსფორმაცია: კომუნიკაციების როლი”.
ლექციას წარუძღვება დანიელ ზილბერჰორნი - ESG-ისა და მდგრადი განვითარების ტრანსფორმაციის უფროსი მრჩეველი; საერთაშორისო საზოგადოებრივი ურთიერთობების ასოციაციის (IPRA) მმართველი საბჭოს წევრი; IPRA-ს კლიმატის ცვლილების მიმართულების დამფუძნებელი და თავმჯდომარე; მოწვეული ლექტორი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში მდგრადობის და კომუნიკაციების მიმართულებით.
ლექციაზე დასწრების მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ მოცემულ ბმულზე. 24 ივნისის ლექციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 ივნისი დილის 09:00 საათი.
ლექციები გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის ბმული, მხოლოდ დარეგისტრირებულ სტუდენტებს გაეგზავნებათ.
WICMI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.