თუ იწყებ კარიერას და გჭირდება ახალი შესაძლებლობები

12 მარტი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით “შეხვდი სტარტაპერს” სერიის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა სტარტაპ ჰერიოსთან. 

 

რა არის ჰერიო? 

 

ჰერიო აძლევს სტუდენტებს და ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს საშუალებას, მოძებნონ სამუშაოები, რომლებიც სრულად შეესაბამება მათ გრაფიკს და საჭიროებებს. ეს პლატფორმა არამხოლოდ სამუშაოების მოძიების საშუალებას იძლევა,, არამედ მისი საშუალებით ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა:

 

  • მოიძიონ სამუშაოები, რომლებიც საკუთარ გრაფიკზეა მორგებული;
  • სხვადასხვა სფეროებში და პროფესიებში გამოცადონ თავი;
  • განავითარონ არსებული უნარ-ჩვევები და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები;
  • მიიღონ დამატებითი შემოსავალი სწრაფად და მარტივად.

 

ეხვედრაზე ჰერიოს დამფუძნებლები ლევან ასანიძე (CEO) და გეგი გვაზავა (COO), სტუდენტებს გააცნობენ სტარტაპის შექმნისა და განვითარების გზას, ისაუბრებენ თანამედროვე დასაქმების ბაზრის გამოწვევებზე და იმ გზებზე, თუ როგორ შეძლეს ახალგაზრდა ადამიანებისთვის მოქნილი სამუშაო გარემოს შექმნა ჰერიოს პლატფორმის საშუალებით. 

 

შეხვედრა შენთვისაა: 

 

  • თუ ხარ სტუდენტი ან ახალგაზრდა პროფესიონალი, რომელიც ეძებს სამუშაოს;
  • დაინტერესებული ხარ სტარტაპის შექმნით ან მეწარმეობით;
  • თუ გსურს გაიგო, როგორ შეიძლება პლატფორმის გამოყენება კარიერული შესაძლებლობების გაფართოებისთვის 

 

შეხვედრა გაიმართება 12 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, 17:00 სთ-ზე. 

 

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.