27 მარტს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება შეხვედრა ონლაინ მედია-პლატფორმა “STYLE NOT COM”-ის კონტენტ მენეჯერთან, კავკასიის ტურიზმის სკოლის კურსდამთავრებულ ქეთევან გაგოშიძესთან.
ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- მოდის ინდუსტრიის მნიშვნელობა და ზეგავლენა ტურიზმზე;
- მოდის ტურიზმის კონცეფცია;
- მოდის კვირეული და მისი გავლენა ტურიზმზე;
- მოდის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.
ქეთევან გაგოშიძე მოდის პიარისა და კომუნიკაციები სპეციალისტია. მას აქვს ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბრენდებთან.
ქეთიმ, ჯერ კიდევ კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის წლებში გადაწყვიტა, რომ შეექმნა მოდის ბლოგი, „Date with Versace“, რომლის მეშვეობითაც მან შეძლო მილანის მოდის კვირეულზე მოხვედრა და გლობალური მოდის ბრენდების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის დამყარება.
მისი პროფესიული საქმიანობა დაიწყო ქართულ მოდის ერთ-ერთ წამყვან ბრენდში, სადაც ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მიმართულებას.
ლექციაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.