ტრენინგი “ეთიკური საკითხები კვლევით პროექტებში “

9 ივლისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, 2026 წლის 9 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება 2-საათიანი ტრენინგი თემაზე: „ეთიკური საკითხები კვლევით პროექტებში“.

 

ტრენინგი განკუთვნილია აკადემიური პერსონალისთვის, აკადემიური და კლინიკური მკვლევრებისთვის და დოქტორანტებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ან მომავალში გეგმავენ კვლევითი პროექტების განხორციელებას ადამიანების მონაწილეობით.

 

შეხვედრის მიზანია, მონაწილეებს დაეხმაროს კვლევის დაგეგმვის ეტაპზე ეთიკური საკითხების უკეთ გათვალისწინებაში, საკუთარი კვლევითი პროექტების ეთიკური რისკების შეფასებაში და იმ ხარვეზების თავიდან აცილებაში, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოს მიერ განაცხადის განხილვის გაჭიანურება ან დამატებითი შესწორებების მოთხოვნა.

 

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: კვლევის ეთიკის საბჭოს როლი, კვლევის ეთიკური პრინციპები, რისკების წინასწარი შეფასება, ნებაყოფლობითი მონაწილეობა, ინფორმირებული თანხმობა, მონაცემთა დაცვის საკითხები და ეთიკური გადაწყვეტილებების დასაბუთება.

 

ტრენინგს ჩაატარებს კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი, კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, დოქტორი მაია მაჭავარიანი.

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ დასწრების ციფრული სერტიფიკატი. ასევე, შეხვედრის ბოლოს გათვალისწინებულია არაფორმალური ნეთვორქინგის შესაძლებლობა, რაც მონაწილეებს გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობაზე მსჯელობის საშუალებას მისცემს.

 

  • თარიღი: 9 ივლისი, 2026;
  • ხანგრძლივობა: 2 საათი;
  • ადგილი: კავკასიის უნივერსიტეტი, აუდიტორია C9 (გრენობლის აუდიტორია);
  • დრო: 13:30 რეგისტრაცია, 14:00 ტრენინგის დაწყება.

 

რეგისტრაცია: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მიმდინარე წლის 3 ივლისამდე მოცემულ ბმულზე.