ტრენინგების სერია კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისთვის

2 ოქტომბერი 2026

ევროკავშირის კიბერ უსაფრთხოების სააგენტოს - ENISA-ს მხარდაჭერით ოქტომბერი კიბერ უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან პარტნიორობით, როგორც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „SECURE“ განმახორციელებელი ორგანიზაცია ოქტომბერში მართავს თემატურ ღია ტრენინგების სერიას:

 

  • 2 ოქტომბერი; 15:00 საათი - „საუბრები კიბერუსაფრთხოებაზე“

მომხსენებელი - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, SCSA ს ვიცე პრეზიდენტი ვლადიმერ სვანაძე;

 

  • 5 ოქტომბერი; 15:00 საათი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვა თანამედროვე კორპორატიულ გარემოში“

მომხსენებელი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი - ქეთევან გრძელიძე;

 

  • 15 ოქტომბერი; 11:00 საათი - „Active Directory და უსაფრთხოება - დომენური ქსელების კომპრომენტაციის გზები“

მომხსენებელი - OffSec - ავტორიზირებული ინსტრუქტორი, SCSA - ტექნიკური დირექტორი,  შეღწევადობის ტესტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სერგო სიმონოვი;

 

  • 24 ოქტომბერი; 15:00 საათი - „გამოყენებითი პოსტკვანტური კრიპტოგრაფია (კვანტურ ლაბორატორიასთან მუშაობა)“

მომხსენებელი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, SCSA პრეზიდენტი, პროფესორი მაქსიმ იავიჩი;

 

  • 30 ოქტომბერი; 15:00 საათი - „ცნობიერების ამაღლება: უსაფრთხოების ილუზია და ადამიანური ფაქტორი“

მომხსენებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - გიორგი ახალაია;

 

ტრენინგები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის კვანტურ ლაბორატორიაში, A4.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.