II საერთაშორისო კონფერენცია ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე

10 სექტემბერი 2026

2026 წლის 10-12 სექტემბერს მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი  და სან დამასოს საეკლესიო უნივერსიტეტი  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად მასპინძლობს მეორე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - „ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე“.

 

2024 წლის 12-14 ივნისს I საერთაშორისო კონფერენციის „ორი იბერია: ევროპის ორი კარიბჭე“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი) წარმატების შემდეგ, მეორე საერთაშორისო კონფერენცია არის ამ უნივერსიტეტების ხელახალი ერთობლივი ძალისხმევა კვლევით სფეროებში ესპანეთ-საქართველოს სტაბილური თანამშრომლობის დამყარების მიზნით.

 

კონფერენცია ეძღვნება კავკასიური იბერიის და ესპანური იბერიის უძველესი კულტურების შესწავლას, მათ რეცეფციას და ამ ორ კულტურათა შორის პარალელებსა და სავარაუდო კონტაქტებს.

 

კონფერენცია თავს მოუყრის როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს და დარგის ექსპერტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორანტებს და იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით:

 

  1. აღმოსავლეთ იბერია, როგორც ევროპის კარიბჭე
  2. დასავლეთ იბერია, როგორც ევროპის კარიბჭე
  3. ორი იბერია - კავშირი საუკუნეთა მანძილზე?
  4. ორი იბერია - ბიზანტიური მმართველობის დროს
  5. ორი იბერია - ისლამური მმართველობის დროს
  6. პალეო-იბერიული ენები -(აღმოსავლური და დასავლური)
  7. ქართული და ესპანური ლიტერატურები: ურთიერთობები და თარგმანები
  8. ქრისტიანობის განსაკუთრებული განვითარება ორ იბერიაში

 

კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური და ესპანური

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს CV  და თეზისი (300-600 სიტყვა), არაუგვიანეს 2026 წლის 1 აპრილისა შემდეგ ელ-ფოსტაზე: conference2iberias2@gmail.com 

 

აუცილებელია subject ველში  მიუთითოთ: „ორი იბერია II“.

 

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ საბოლოო პასუხის მიღების ვადაა 2026 წლის აპრილის ბოლო.

 

კონფერენციის საბოლოო დღის წესრიგი გამოქვეყნდება 2026  წლის ივნისში.

 

დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე.