11 მაისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, ქალბატონ მელინე არაქელიანს.
ლექციის თემა: ,,დიპლომატია გამადიდებელი შუშის ქვეშ''.
ლექციის ფარგლებში, ელჩი ისაუბრებს დიპლომატიის თემაზე, როგორც ევროკავშირის, ისე ნიდერლანდების პერსპექტივიდან და გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და ხედვებს სტუდენტებს.
შეხვედრა გაიმართება საკონფერენციო დარბაზში, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
