ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის - რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა

15 თებერვალი 2023

15 თებერვალს, 15:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის C9 აუდიტორიაში, გაიმართება ვორკშოპი სოციოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, თემაზე: „რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა“.

 

ვორკშოპს ჩაატარებს კავკასიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი - ფლორა (კესო) ესებუა.

 

აბიტურიენტები გაეცნობიან ვორკშოპით გათვალისწინებულ საკითხებს, ამასთან, ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ჯგუფურად სხვადასხვა დავალებაზე, დასვან კითხვები და იმსჯელონ ტრენერთან ერთად მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

ვორკშოპის განრიგი:

 

ჯგუფში მუშაობა თემაზე: როგორ ირჩევენ პროფესიას საქართველოში?  - ამ დავალების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებ იმაზე, თუ როგორ ირჩევენ პროფესიას ზოგადად ქვეყანაში.

 

ფოკუსური დისკუსია: როგორ ვირჩევთ პროფესიას? - დისკუსია შეეხება კონკრეტულად მათ მიერ პროფესიის არჩევას.

 

ჯგუფში მუშაობა: პირველი ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის შედეგების გათვალისწინებით, ასევე სოციალური კვლევისა და სოციოლოგიის შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მონაწილეები ჯგუფებში იმსჯელებენ მთავარ კრიტერიუმებზე, რომელთა გათვალისწინებითაც ხდება პროფესიის შერჩევა. მუშაობის შედეგად მონაწილეები გამოკვეთენ ძირითად მიგნებებს (მაგ: განსხვავებები საკუთარ და სხვების არჩევანზე მსჯელობისას, ქალაქი/სოფლის ჭრილის, გენდერის ან სხვა ფაქტორების მნიშვნელობის აღმოჩენა და სხვა).

 

მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე 

 

კონკურსის დღეს მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 15:00 საათზე.