ვორკშოპი თემაზე - როგორ გამოვაქვეყნოთ ნაშრომი მაღალი "იმპაქტ-ფაქტორის" მქონე ჟურნალებში?

19 ივნისი 2024

19 ივნისს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრი გამართავს ვორკშოპს თემაზე - როგორ გამოვაქვეყნოთ ნაშრომი მაღალი "იმპაქტ-ფაქტორის" მქონე ჟურნალებში?

 

ვორკშოპს წარუძღვებიან: ლეილა კარიმი, RMIT უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და თენგიზ ვერულავა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

 

ლეილა კარიმი არის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ექსპერტი და აკრედიტებული სტატისტიკოსი RMIT უნივერსიტეტში, სადაც ის კლინიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში ფსიქოლოგიის ხელმძღვანელად მუშაობს. ლეილას გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მაღალი გავლენის იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში.

 

მაღალი გავლენის მქონე ჟურნალებში გამოქვეყნება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. არსებობს უამრავი გზა თქვენი ნაშრომის გასავრცელებლად. ბევრმა მკვლევარმა არ იცის მაღალი გავლენის ჟურნალებში პუბლიკაციის შეფასების პროცესების შესახებ. რას ნიშნავს ჟურნალის იმპაქტფაქტორი? როგორ დავწეროთ კვლევითი ნაშრომები, რომლებიც მიიღება და გამოქვეყნდება უმაღლესი დონის, მაღალი გავლენის ჟურნალებში?

 

ვორკშოპზე განხილული იქნება ტექნიკები და სტრატეგიები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რათა უზრუნველყოთ თქვენი ნაშრომის გამოქვეყნება მაღალი იმპაქტის მქონე ჟურნალებში.

 

ვორკშოპი განკუთვნილია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

სამუშაო ენა: ინგლისური.

 

მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.