ვორკშოპი „გულის ვიზუალიზაციის ხელოვნება“

27 მარტი 2026
27 მარტს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება ვორკშოპი „გულის ვიზუალიზაციის ხელოვნება“.
 
ვორკშოპს ჩაატარებს გიორგი ჭოლაძე - MD; PhD; კარდიოლოგი კარდიოექოსკოპისტი, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის , გულის რიტმისა და კარდიოონკოლოგიის ვერცხლის წევრი კარდიოლოგი; კლინიკა ნეოლაბის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი; თბილისის გულის ცენტრის ინტენსიური განყოფილების კარდიოლოგი.
 
ტრენინგის თეორიული ნაწილის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ექოკარდიოგრაფიის ძირითად პრინციპებს - რას ვხედავთ ეკოკარდიოგრაფიაში და როგორ ხდება გულის ძირითადი ეკოფანჯრების სწორად გამოყვანა და შეფასება.
 
თეორიული ნაწილის შემდეგ ჩატარდება პრაქტიკული სესია სიმულაციურ პაციენტზე. თავდაპირველად ინსტრუქტორი აჩვენებს ოთხ ძირითად ექოკარდიოგრაფიულ ფანჯარას და მათ სწორად მიღების ტექნიკას.
 
შემდგომ ეტაპზე სტუდენტები დამოუკიდებლად შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოს სიმულაციურ პაციენტზე, რაც მათ საშუალებას აძლევს განიმტკიცონ თეორიული ცოდნა და შეიძინონ პრაქტიკული უნარები.
 
ვორკშოპი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
 
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.