10 აპრილს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტიში, „ლიბრარეაში“, შედგება ღონისძიება: მწერლის დღე - ბესიკ ხარანაულის შემოქმედება. მოწვეული სპეციალისტი - ლიტერატორი თეონა ბექიშვილი.
მოდერატორი: პროფ. მარიამ მანჯგალაძე
თემა: ახალი პოეზიის დაბადება და მისი ენობრივი ტრანსფორმაცია; ტრადიცია და ნოვატორობა, პოეტი და დრო - საბჭოთა, პოსტსაბჭოთა და მიმდინარე პროცესები.
ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ (ავტორი - პროფ. მარიამ მანჯგალაძე) - ფარგლებში იმართება, რომელიც ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, ქართველურ ენათა და დიალექტთა შესწავლასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.