კავკასიის უნივერსიტეტის ომბუდსმენმა თანამშრომლებთან ტრენინგი გამართა

2 დეკემბერი 2018

 

                                                   

30  ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ომბუდსმენმა თანამშრომლებთან ტრენინგი გამართა. სალომე კუჭუხიძემ თანამშრომლებს ომბუდსმენის ოფისის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

 

თანამშრომლებმა ინფორმაცია მიიღეს, რატომაა მნიშვნელოვანი ომბუდსმენის ჩართულობა უნივერსიტეტში, როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას, რა შედის მის ვალდებულებებში და, ასევე, როგორ განისაზღვრება სტუდენტთა კონსულტირებისა და დახმარების სფეროები.

 

ომბუდსმენის ოფისი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა კონსულტირების, დახმარების, სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობის მიზნებისათვის, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საგრანტო პროექტ AESOP-ის (Advocacy Establishment for Students through Ombudsman Position) ფარგლებში დაარსდა.

 

ელ.ფოსტა: ombudsman@cu.edu.ge