კავკასიის უნივერსიტეტმა Re-Direction პროექტისთვის ხარისხის უზრუნველყოფის საბჭო (QAB) შეიქმნა

4 ივნისი 2024

სრულყოფილებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების შესაბამისად, კავკასიის უნივერსიტეტი  ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს (QAB) შექმნის პროცესშია, რათა ზედამხედველობას გაუწიოს და შეინარჩუნოს Re-Direction-ის პროექტის მიზნებისა და პროცესების მაღალი სტანდარტები.

 

QAB  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პროექტის შედეგების შეფასებასა და დადასტურებაში მათი დასრულების შემდეგ, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა შედეგი აკმაყოფილებდეს წინასწარ განსაზღვრულ ხარისხის კრიტერიუმებს. გარდა ამისა, საბჭო მიაწვდის კვალიფიციურ რეკომენდაციებსა და უკუკავშირს პროექტის გუნდს, რათა შენარჩუნდეს პროგრესი პროექტის სიცოცხლის ციკლის განმავლობაში.

 

QAB წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს ხარისხის მენეჯმენტის დიდ გამოცდილებას მსგავსი მასშტაბის პროექტებში, რომლებიც ეხება განათლებას, ტექნოლოგიებსა ან სოციალურ მეცნიერებებს. ასევე აუცილებელია ეთიკური სტანდარტები წარმოჩენა პროექტის მთლიანობის, ობიექტურობისა და განრიგის მიმართ.

 

კანდიდატი შეირჩევა მისი შესაბამისი პროფესიული გამოცდილების, მენეჯერული ან მსგავს პროექტებში ხარისხის უზრუნველყოფის, პროექტის თემატურ სფეროებთან დაკავშირებული სპეციფიკური ცოდნისა და მრავალფეროვან გუნდებში ერთობლივად მუშაობის უნარის საფუძველზე.

 

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. თუმცა გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო მათზე პასუხისმგებლობას ვერ აგებს.