"ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) - ექსპერტთა შეხვედრა

22 ივლისი 2020

                                           

 

                                                                        

                                                                                                                                                                    

 

22 ივლისს Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდა პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS)  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. განიხილეს ორი ძირითადი საკითხი: პანდემიის პირობებში პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში განხორციელებული ცვლილების შედეგად გაწეული სამუშაოებისა და 2020/2021 სასწავლო წელს სკოლებში  გასვლითი ღონისძიებების ჩატარების სავარაუდო გეგმის შესახებ.

 

შეხვედრაზე იმსჯელეს 2020 წლის 17 მარტის შემდეგ გაწული სამუშაოს შესახებ, რომელიც შეეხებოდა სასკოლო დამხმარე სახელმძღვანელოს მომზადებას. სახელმძღვანელოზე მუშაობა დასრულებულია. პროექტის ექსპერტებმა გაცვალეს მოსაზრებები ნაშრომის რედაქტირებასთან დაკავშირებით. გადაწყდა 2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისში სახელმძღვანელო განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

 

რაც შეეხება სკოლებში დაგეგმილი ვორქშოპების ჩატარებას, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე მონაცემებით სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდება 2020 წლის 15 სექტემბრიდან, საგანმანათლებლო რესურს ცენტრები უკვე გეგმავენ სასწავლო პროცესს, მიმდინარეობს მოლაპარაკება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონების საგანმანათლებლო რესურს ცენტრებთან ვორქშოპების ჩატარების თაობაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესაბამისად.  

 

პროექტის ჯგუფი გამოთქვამს იმედს, რომ სასწავლო წელი დაიწყება შემუშავებული გეგმის შესაბამისად და პროექტით დაგეგმილი ვორქშოპები სკოლებში წარიმართება შეფერხების გარეშე.