სამუშაო შეხვედრა კვლევისა და განვითარების სტრატეგიის მომზადებისთვის (HERD)

28 ივნისი 2019
                                                                                                          

25-28 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის “საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება, კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით/უმაღლესი განათლების ხარჯები კვლევასა და განვითარებაზე (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units - HERD)”  სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო მაჩურიშვილმა.

 

სამუშაო შეხვედრაში  მონაწილეობდნენ ნიცას კოტდაზურის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს.

 

ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო კვლევებისა და განვითრების სტრატეგიის საკითხები, როგორიც არის: მიზანი, სტრუქტურა, ამოცანები და მოსამზადებელი საფეხურები.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისი კვლევითი საქმიანობის, ტრანსდისციპლინური სადოქტორო პროგრამების, კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მხარდაჭერას.

 

შეხვედრის ბოლო დღე დაეთმო ევროპულ ლაბორატორიებსა და უნივერსიტეტებთან პარტნიორობის პერსპექტივების გაცნობას.

 

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით.