2026 წლის მაისსა და ივნისში კავკასიის უნივერსიტეტში იგეგმება შიდა სასკოლო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების გამართვა.
სასკოლო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის სამივე საფეხურის: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
მიზნები:
ა) ორიგინალური იდეების მქონე საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა;
ბ) სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების წარმოჩენა.
კონფერენციები ჩატარდება შემდეგ თარიღებში:
- კავკასიის ბიზნესის სკოლა - 23 მაისი (ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის) 9 მაისი (სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის)
- კავკასიის სამართლის სკოლა - 13 ივნისი
- კავკასიის მედიის სკოლა - 25 მაისი
- კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა - 25 მაისი
- კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა - 8 ივნისი
- კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა - 27 მაისი
- კავკასიის ტურიზმის სკოლა - 25 მაისი
- კავკასიის მედიცინის სკოლა - 29 მაისი
- კავკასიის ეკონომიკის სკოლა - 16 მაისი
- კავკასიის განათლების სკოლა - 9 ივნისი
- კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა - 28 მაისი
გთხოვთ, სკოლის მიერ დაწესებული დედლაინების დაცვით გამოგზავნოთ მოთხოვნილი დოკუმენტები. დედნაილების სანახავად გთხოვთ, იხილოთ განრიგი.
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის და აბსტრაქტის გამოგზავნისთვის, გთხოვთ, შეავსოთ და გამოაგზავნოთ აღნიშნული ფორმა.
აბსტრაქტისა და ნაშრომის მომზადებისთვის გთხოვთ იხელმძღვანელოთ შემდეგი დოკუმენტების მიხედვით
