საბუთების მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

10 აგვისტო 2022

მიმდინარეობს საბუთების მიღება სამაგისტრო პროგრამებზე 2022-2023 აკადემიური წლისთვის. 

 

მაგისტრატურის აპლიკანტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში 31 აგვისტოს ჩათვლით

 

  • მისამართი: პაატა სააკაძის 1, ოთახი A2.
  • სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე

 

CU-ის სამაგისტრო პროგრამებზე მოქმედებს უნივერსიტეტის შიდა, 50%-იანი დაფინანსება, რომლის მოპოვების ორი გზა არსებობს:

 

  1. თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
  2. თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე  დააგროვებთ მაქსიმალური საგრანტო ქულის  65% და მეტს 

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.

 

იხილეთ სამაგისტრო პროგრამები.

 

*იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში გაქვთ მიღებული ბაკალავრის დიპლომი, ქართულად თარგმნასა და ნოტარიულად დამოწმებასთან ერთად, საჭირო იქნება დიპლომის ნამდვილობის დასკვნაც, რომლის მიღება შეგეძლებათ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (www.eqe.ge).