2025 წლის 16 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, მირანდა ცინცქილაძის სადისერტაციო ნაშრომის - “Role of Culture in the Sustainable Development in Case of Georgia” (სამეცნიერო ხელმძღვანელი- ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი) საჯარო დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
მაკა ბუღულაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
დავით წიკლაური, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
ვახტანგ ფარცვანია, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი.
დაცვა გაიმართება: 16 იანვარი 11:00 საათი, საკონფერენციო დარბაზი.