შემოდგომის სემესტრის პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 6 ოქტომბრის ჩათვლით.
თუ ხარ დამწყები ტექნოლოგიური სტარტაპი და მზად ხარ დაუთმო 7 კვირა საკუთარი იდეისა და გუნდის განვითარებას, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” - ში (IV ნაკადი), რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში.
პროგრამის კულმინაციას წარმოადგენს დემო დღე, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპები წარადგენენ საკუთარი იდეების პრეზენტაციას ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე.
სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან ერთად, მეოთხე ნაკადის მენტორინგის სესიებს გაუძღვებიან საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (Axel) საინვესტიციო საბჭოს წევრები და ანგელოზი ინვესტორები.
პროგრამის დასასრულს, რჩეულ სტარტაპებს საშუალება ექნებათ საკუთარი პროექტებით წარსდგნენ აქსელის ანგელოზ ინვესტორთა წინაშე, მიიღონ მნიშვნელოვანი უკუკავშირი და ჩაერთონ ინტერაქციულ ნეთვორქინგ სესიაში.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
პრე-აქსელერატორში სტარტაპ გუნდების შერჩევა მოხდება წინასწარი განაცხადების საფუძველზე.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად. უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებიც გამოავლენენ გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალს.
პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ფიზიკური შეხვედრები), მოიცავს 11 სამუშაო შეხვედრას (ოქტომბერი 2024 - ნოემბერი 2024) და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:
- თემატური სამუშაო სესიები
- ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან
- ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, ყოველკვირეული Stand-Up
- კავკასიის უნივერსიტეტის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა
- დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ჟიურის წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ფულადი პრიზები/და სხვა რესურსები გაზრდის და განვითარების მიზნით
პროგრამის მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით:
- პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია
- გუნდის შექმნა, განვითარება და მართვა
- მომხმარებლის სეგმენტაცია
- ღირებულების შეთავაზება
- მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა და გაყიდვები
- Growth Marketing
- MVP, ტექნიკური პროდუქტის შექმნა
- ბიზნესმოდელი და ფინანსები
- Pitch Deck და ფინანსური რესურსების მოზიდვა
პრე-აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ:
- ბიზნეს გეგმა/ბიზნესმოდელი
- ფინანსური გეგმა
- საკომუნიკაციო სტრატეგია
- პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა
- Pitch Deck
- საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად
მნიშვნელოვანი თარიღები:
27 სექტემბერი -7 ოქტომბერი – აპლიკაციების მიღება
7 -11 ოქტომბერი – აპლიკაციების გადარჩევა და შერჩეულ გუნდებთან გასაუბრება
16 ოქტომბერი - I სამუშაო შეხვედრა
პროგრამის მხარდამჭერები: თიბისი სტარტაპერი, აქსელი, FC Team, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), US Market Access Center-ი (USMAC), ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: IECenter@cu.edu.ge;