ევროპის ინოვაციების აკადემიის “ინოვაციების და მეწარმეობის ლიდერობის ბანაკი” სტუდენტებისთვის

22 აგვისტო 2022

5-9 სექტემბერს, ევროპის ინოვაციების აკადემიის “ინოვაციისა და მეწარმეობის ლიდერობის ბანაკი” საქართველოში, ბათუმში ჩატარდება. პროგრამას წარმართავენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

 

მსოფლიოს უმსხვილესი სამეწარმეო პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც ამჟამად ირიცხებიან უნივერსიტეტში (ან დაასრულეს მიმდინარე წელს), დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ მეწარმეობა და განიხილავენ ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას. ბუტკემპში სწავლა წარიმართება ინგლისურ ენაზე.

 

პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ მოიპოვოთ სწავლის და საცხოვრებელი ხარჯების სრული დაფინანსება.

 

ბანაკის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.inacademy.eu/georgia/.

 

მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაცია უნდა შეავსოთ 22 აგვისტომდე: https://bit.ly/3SAHUnS.

 

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ქეთი სიდამონიძეს: Keti_Sidamonidze@dai.com

 

ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. 2013 წლიდან დღემდე, EIA-მ შეძლო განათლება მიეცა 45 ქვყნის 17,000 სტუდენტისთვის. EIA-ს პროგრამა უნიკალურია თავისი შინაარსის, სტრუქტურის, მიდგომის და მეწარმეობის დარგის სწავლების მხრივ. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ის და სილიკონის ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. 2018 წელს, გაზეთმა „Financial Times“-მა (ლონდონი) EIA შეიყვანა ევროპის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული პიონერების სიაში.

 

EIA პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან შემდგარ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში.

 

პროგრამა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტთან, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრთან (USMAC) და Startup Connect-თან პარტნიორობით ჩატარდება. მნიშნველოვანია ის, რომ 2023 წლიდან პროექტს კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსი უმპასპინძლებს.

 

EIA აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვა კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება.

 

იხილეთ ნიუსლეთერი.