Erasmus+ გაცვლითი პროგრამები, 2023 შემოდგომის სემესტრი

11 მარტი 2023

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

2023 წლის შემოდგომის სემესტრში, სტუდენტთა მობილობა  დაგეგმილია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნიდერლანდები

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business Administration

Law

Tourism

ინგლისური

  

  1. დარმშტატის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Bachelor of Business Administration

MBA

MSc

Bachelor of Information Technology

Bachelor of Electronics and Computer Engineering

ინგლისური

 

  1. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business Administration

Law

ინგლისური

 

  1. FH JOANNEUM ამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business Administration

Tourism

Computer Science

ინგლისური

 

  1. ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Engineering

ინგლისური/ესპანური

 

  1. ვარშავის ეკოლოგიისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტი, პოლონეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Architecture

ინგლისური

 

  1. კოჩის უნივერსიტეტი, თურქეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Journalism

PR

Psychology

Master of Clinical Psychology

Sociology

History

Law

Master of Law

Business Administration

MBA

Economics

International Relations

Master of International Relations

ინგლისური

 

 

  1. ალკალას უნივერსიტეტი, ესპანეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Architecture

Information Technology

ინგლისური/ესპანური

 

 

  1. სოპოტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Bachelor of Economics

Bachelor of Business Administration

MBA

ინგლისური

 

 

  1. კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Economics

Business Administration

ინგლისური

 

 

  1. კოიმბრას უნივერსიტეტი, პორტუგალია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Psychology

Education

Tourism

European Studies

International Relations

ინგლისური

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან

 

 

 Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელი:

 

  • საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის პირველი სემესტრიდან - მეოთხე კურსის პირველი სემესტრის ჩათვლით;
  • მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის ნებისმიერი სემესტრიდან/ ტრიმესტრიდან სკოლის თანხმობის საფუძველზე.

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებმა  განაცხადები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით 2023 წლის 10 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.

 

თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.