კავკასიის უნივერსიტეტი, მედიცინის სკოლის სტუუდენტებისთვის აცხადებს 2025 შემოდომის სემესტრისთვის Erasmus+ ის გაცვლით პროგრამას პოვისლანსკის უნივესიტეტში (Powislanski University), პოლონეთი.
Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტთა მობილობა შესაძლებელია მხოლოდ მეორე ან მესამე კურსის პირველ სემესტრში:
სწავლების საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
პროგრამა |
სწავლების ენა |
ინფორმაცია შემოთავაზებულ საგნებზე |
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი |
მედიცინა |
ინგლისური |
https://powislanska.edu.pl/wp-content/uploads/2024/12/Course-catalog-24-25-Nursing-Fall-Sem.pdf |
*განაცხადის წარმოდგენამდე, გთხოვთ საგნების შესაბამისობასთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაცია გაიაროთ სკოლის ადმინისტრაციასთან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1);
- EUROPASS CV;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78);
- ნიშნების ფურცელი (ოთახი A2);
- სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (რეკომენდაციის წერილი არ უნდა იყოს ენის ლექტორის მიერ გაცემული)
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2025 წლის 25 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge.
ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ Erasmus+ ის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება იყოფა პოვისლანკსის უნივერსიტეტის ყველა პარტნიორ უნივერსიტეტზე საქართველოდან. შესაბამისად, გრანტის გაცემისა და კანდიდატის შერჩევის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმღები უნივერსიტეტი.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- პარტნიორ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე- ir@cu.edu.ge.
გისურვებთ წარმატებას!