Erasmus+ გაცვლითი პროგრამა Sciences Po-ს უნივერსიტეტში, საფრანგეთი

30 სექტემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი, სახელმწიფო მართვის სკოლისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთვის აცხადებს 2025 გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus+ ის გაცვლით პროგრამას Sciences Po-ს უნივერსიტეტში, საფრანგეთი.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

2025 გაზაფხულის სემესტრში, სტუდენტთა მობილობა შესაძლებელია Sciences Po-ს შემდეგ კამპუსებში და შემდეგ აკადემიურ პროგრამებზე:

 

 

Level of Studies

Length of the Mobility

Program

Campus

Language of Instruction

Information about offered courses

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

ევროპისმცოდნეობა

Dijon Campus

ან  

Nancy Campus

ინგლისური

Dijon Campus

Nancy Campus

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

საჯარო მმართველობა

 

დიმპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები

La Havre Camus/
Reims Campus

ან

Menton Campus

ინგლისური

La Havre
Reims

Menton

 

მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მესამე კურსის მეორე სემესტრში.

 

 

*განაცხადის წარმოდგენამდეგთხოვთ საგნების შესაბამისობასთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაცია გაიაროთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
  • ნიშნების ფურცელი (ოთახი B29);
  • სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი B29);
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამული საგნის ლექტორი)

 

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადებირომლებიც:

 

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებმა  განაცხადები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით 2024 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.

 

თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე-  ir@cu.edu.ge.