ერაზმუს + გაცვლითი პროგრამა 2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

6 ოქტომბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

2020 წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა მობილობა  დაგეგმილია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი, თურქეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business Administration (Finance, Accounting)

ინგლისური

 

  1. ტურიბას უნივერსიტეტი, ლატვია

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Tourism and Hospitality Management

ინგლისური

  

  1. ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

მაგისტრატურა

 

1 სემესტრი

Law

ინგლისური

 

 

  1. ვალენსიის ტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

 

1 სემესტრი

Informatics and Architecture; Business Administration and Management

ინგლისური

 

 

  1. შჩეჩინის უნივერსიტეტი, პოლონეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

დოქტორანტურა 

 3 თვე

Political Science, International Relations, Law, Business and Administration

ინგლისური

 

 

  1. რედბაუდის უნივერსიტეტი, ჰოლანდია

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

 

1 სემესტრი

Public Administration, International Relations

ინგლისური

 

 

  1. ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, თურქეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Psychology, Sociology, Business Administration, Economics, International Relations, Political Science and Public Administration

ინგლისური

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)  
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება  არ  შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • სამაგისტრო პროგრამის პირველი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2019 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა პროგრამაში მონაწილეობის დედლაინის ამოწურვამდე.

 

კანდიდატმა ელ.ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.