გამოცხადდა კონკურსი კავკასიის ბიზნესის სკოლის მართვის ორგანოს (სკოლის საბჭო) შემადგენლობაში სტუდენტის შერჩევაზე

29 ივლისი 2022

 

კონკურსის მიზანია სკოლის საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლის შერჩევა, კანდიდატისათვის დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 

 

სკოლის საბჭო არის სკოლაში სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კოორდინირებისა და წარმართვისათვის შექმნილი სკოლის მართვის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს სკოლის საქმიანობის ძირითად მიზნებს, მიმდინარე ამოცანებსა და საქმიანობის პრიორიტეტებს; განიხილავს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებს; ისმენს ანგარიშებს სკოლაში გაწეული მუშაობის შესახებ აკადემიური წლის ბოლოს; შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო მეთოდური მუშაობის შემდგომი სრულყოფის წინადადებებს და სხვა. 

 

ვაკანტური ადგილი: სკოლის საბჭოს წევრობა სტუდენტის სტატუსით*

 

კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები: აკადემიური მოსწრება; დისციპლინა; სასკოლო და საუნივერსიტეტო აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩართულობის ინტენსივობა და შედეგები; პრიოვნული თვისებები. კანდიდატი უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;  

 

განცხადების წარდგენა: ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

  • სამოტივაციო წერილი; 
  • სასკოლო ან/და საუნივერსიტეტო აქტივობაში, კონფერენციებში მონაწილეობის დასახელება და ჩამონათვალი.

 

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 22  აგვისტო, 2022 წელი. 

 

განცხადების მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: csb@cu.edu.ge; გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ: სტუდენტის შერჩევის კონკურსი სკოლის საბჭოში

 

* შერჩეული სტუდენტი ხდება სკოლის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 (ერთი) აკადემიური წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა თუ: 1. სტუდენტს კავკასიის უნივერსიტეტში ამ ვადის გასვლამდე შეუჩერდება ან შეუწყდება სტუდენტის სტატუსი; 2. სტუდენტი რაიმე  გაუთვალისწინებელი მიზეზით,  ვერ ახერხებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას, სკოლა იტოვებს სტუდენტის გადარჩევისა და სხვა სტუდენტის შერჩევის უფლებას შიდა ნორმატიული წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.