გასტრონომიული ტრენინგი კრეატიულობასა და სერვირებაში - USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში

17 იანვარი 2023

 

კავკასიის უნივერსიტეტი, USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტისთვის "გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ აცხადებს მესამე ნაკადის მიღებას გასტრონომიულ ტრენინგზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული ტრენინგი ტარდება ბასკეთის კულინარიულ ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით.

 

ტრენინგს ბასკეთის კულინარიული ცენტრის პროფესორების მიერ შერჩეული 4 საუკეთესო შეფ-მზარეულიდან ერთ-ერთი: ანა იშხანოვა, ჩაატარებს. ანა მონაწილეობას იღებდა პროექტის პირველ ნაკადში. 

ტრენინგის თემა: კრეატიულობა და სერვირება.

მონაწილეები ტრენინგის ფარგლებში გაეცნობიან კრეატიულობის მთავარ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება რესტორნებსა და ზოგადად კვების ბიზნესში კერძების ვიზუალური მხარის გაუმჯობესებისთვის.

 

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ვადები: 4-5 თებერვალი.

 

ადგილი:

ტრენინგი ჩატარდება თბილისში, სპეციალურად შერჩეულ სივრცეში.

 

საფასური:

მონაწილეები ტრენინგის საფასურს არ გადაიხდიან.

 

მონაწილეები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციის საფუძველზე.  

 

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა - 10 ადამიანი.


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 31 იანვრამდე.

 

დაგიკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

 

საკონტაქტო პირი:                                      

მაია მუშკუდიანი      

ელ.ფოსტა: mmushkudiani@cu.edu.ge