საერთაშორისო კონფერენცია „სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“

6 ოქტომბერი 2023

2023 წლის, 6 ოქტომბერს, ი. გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თელავი, საქართველო) მასპინძლობს ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ჩატარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში.აღნიშნული პროექტის განხორციელებაში 8 ქართულ უნივერსიტეტთან ერთად ასევე ჩართულია კავკასიის უნივერსიტეტი.

 

კონფერენციის თემაა - „სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“. მისი მიზანია დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ერთგვარი პლატფორმის შეთავაზება, სადაც მათ საშუალება ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს უახლესი კვლევების შედეგები სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების მუშაობის პრინციპებისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციის უახლესი და აპრობირებული მეთოდების შესახებ.

 

კონფერენციაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

 

კონფერენციის სამუშაო თემებია:

 

  1. აკადემიური გადაწვა და მენტალური პრობლემები სტუდენტებში;
  2. შფოთვის გავლენა სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასა და მის საერთო კეთილდღეობაზე;
  3. ემოციების რეგულირების წვლილი უნივერსიტეტის სტუდენტების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაში;
  4. კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა საუნივერსიტეტო სივრცეში, როგორც მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა;
  5. სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების მენტალური ჯანმრთელობა;
  6. სოციალური (მათ შორის ფინანსური) პრობლემები და მენტალური ჯანმრთელობა;
  7. შფოთვა და დეპრესია სტუდენტებში;
  8. პერფექციონიზმი და მასთან დაკავშირებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები;
  9. დროის განაწილების სირთულეები სტუდენტებში;
  10. პროფესიულ არჩევნათან დაკავშირებული შფოთვა;
  11. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სირთულეები სტუდენტებში;
  12. ინტერპერსონალური ურთიერთობების სირთულეები;
  13. ფსიქოლოგიური ტრამვა და პოსტტრამვული სტრესი;
  14. სტუდენტების ემოციური ინტელექტი და მისი როლი ფსიქიკურ ჯანმრთელობაში;
  15. სტრესი და სტრესთან გამკლავების გზები სტუდენტებში;
  16. მედეგობა, რეზილიენსი და სტუდენტები;
  17. სტუდენტების პიროვნული მახასიათებლების გავლენა ფსიქიკურ კეთილდღეობაზე;
  18. პროკრასტინაცია და ფსიქიკური კეთილდღეობა სტუდენტებში;
  19. თვითზრუნვის უნარები და მისი როლი სტუდენტების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე;
  20. პოზიტიური აზროვნება და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა სტუდენტებში;
  21. უნივერსიტეტის კულტურის როლი სტუდენტების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე;
  22. შშმ და სსსმ სტუდენტების ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
  23. მიღწევის მოტივაცია და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.

 

კონფერენციაზე დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც მომხსენებლის, ისე მსმენელის სტატუსით. კონფერენციაში მონაწილეობა არის უფასო.

 

სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

 

კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ სარეგისტრაციო ბმულს.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2023 წლის 30 მაისი.