25 თებერვალს 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიამრთება კონკურსი - "ლოგიკური თამაშების ლიგა".
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე დასაშვებია გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება.
კონკურსში მონაწილეებმა უნდა ამოხსნან 15 ლოგიკური ამოცანა (იხილეთ ნიმუში), რომლისთვისაც გამოყოფილი იქნება დრო - 2 საათი და 30 წუთი.
თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელიც უფრო მოკლე დროში ამოხსნის ამოცანებს.
- I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
- II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
- III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრი მიიღებს გუნდისთვის გამოყოფილი ვაუჩერის 1/3-ს. მიღებული ვაუჩერი დააფინანსებს კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ 2017 ან 2018 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ 23 თებერვლის ჩათვლით.