Grenoble-ისა და CSB-ის ერთობლივ MBA პროგრამაზე მიღება დაიწყო

9 მარტი 2022

გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივ MBA პროგრამაზე მიღება დაიწყო.

 

სამმაგი აკრედიტაციის მქონე, ორმაგი ხარისხის ერთობლივი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა გასცემს ორი უნივერსიტეტის დიპლომს და იძლევა საერთაშორისო დონის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ პროგრამის ფარგლებში სხვა სპეციალობის მოდულები გაიარონ გრენობლში, პარიზში ან ბერლინში. მოდულების დაწყებამდე ეწყობა "Networking week", რაც გულისხმობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და სხვა კამპუსების სტუდენტებისთვის ორგანიზებულ შეხვედრებს. კვირეული მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს  დაამყარონ საქმიანი კავშირები, შეხვდნენ გრენობლის პროფესორებს, გაეცნონ და მიიღონ მათი კარიერისთვის საჭირო ინფორმაცია საფრანგეთის წამყვანი კომპანიებისა და დამსაქმებლებისგან.

 

Grenoble-ის მენეჯმენტის სკოლას მიღებული აქვს ისეთი საერთაშორისო დონის აკრედიტაციები, როგორიცაა:  AMBA, AACSB და EQUIS. ასევე, წლებია Financial Times-ის რეიტინგში მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის იკავებს ადგილს.

 

CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამა 17 წელია ხორციელდება. ახალი ნაკიდის აპლიკაციების მიღების ვადა განსაზღვრულია 16 სექტემბრამდე.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.