კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის. პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე და ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2020 წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის 18.00 საათამდე. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2020 წლის 11 თებერვალი.
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2377777.
ინფორმაციისთვის ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდს: www.emis.ge
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია 12-15 თებერვალი, უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება, აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება 17-19 თებერვალი, მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 20 თებერვალი.
საჭირო საბუთებია:
- განცხადება;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ცნობა სახელმწიფო გრანტის მინიჭების შესახებ, რომელიც უნდა აიღოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ფანჯიკიძის #1ა (ყოფილი ბუდაპეშტი), ტელ.: 032 2 220 220, ელ. ფოსტა: info@emis.ge