კავკასიის უნივერიტეტი, USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტისთვის "გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ აცხადებს მიღებას გასტრონომიულ ტრენინგზე მოქმედი სუ-შეფისთვის, შეფ დე პარდიესთვის და დემი შეფისთვის. აღნიშნული ტრენინგი ტარდება გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც ბასკეთის კულინარიული ცენტრის შეფ-მზარეულები ჩაატარებენ.
ტრენინგის თემა: გასტრონომიული ტრენდები და ავანგარდის ტექნიკა.
მონაწილეები ტრენინგის ფარგლებში გაეცნობიან გლობალურ გასტრონომიულ ტენდენციებს, ასევე ავანგარდული კულინარიის ტექნიკებს, „ახალი ინგრედიენტების“ გამოყენებასა და კრეატიული კერძების შექმნას.
ტრენინგზე დაშვების წინაპირობები:
- სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- ფრანგული კულინარიის საბაზისო დონეზე ცოდნა
- სამზარეულოს მართვის გამოცდილება
ვადები:
10-დან 14 ივლისის ჩათვლით, 15:30-19:30 საათი.
ადგილი:
ტრენინგი ჩატარდება თბილისში, სპეციალურად შერჩეულ სივრცეში.
საფასური:
მონაწილეები ტრენინგის საფასურს არ გადაიხდიან.
მონაწილეები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციის, შემდგომ კი მიმღებ კომისიასთან გასაუბრების საფუძველზე.
ინტერვიუს თარიღი: 7-8 ივლისი
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა - 8 ადამიანი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 6 ივლისამდე. (რეგისტრაცია დასრულებულია)
დაგიკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ტრენინგის ბოლოს შეირჩევა ორი შეფი-ტრენერი, რომელიც შემდგომში ფართო აუდიტორიისთვის ჩაატარებს ანალოგიურ ტრენინგებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ იხილეთ ბმულზე.
საკონტაქტო პირი:
ნინო ჩხაბერიძე
ელ.ფოსტა: nchkhaberidze@cu.edu.ge