I საერთაშორისო კონფერენცია ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე

11 ივნისი 2024

მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტი და უნივერსიტეტის რელიგიის მეცნიერებათა ინსტიტუტი; ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის: კლასიკური ფილოლოგიის , ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, არქეოლოგიის ინსტიტუტი, აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრი და კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა იწყებენ განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციისთვის „ორი იბერია: ევროპის ორი კარიბჭე“.

 

კონფერენცია ეძღვნება კავკასიური იბერიის და ესპანური იბერიის უძველესი კულტურების შესწავლას, მათ რეცეფციას და ამ ორ კულტურათა შორის პარალელებსა და სავარაუდო კონტაქტებს.


შეთავაზებული სესიები/სექციები:

 

  • აღმოსავლეთ იბერია, როგორც ევროპის კარიბჭე
  • დასავლეთ იბერია, როგორც ევროპის კარიბჭე
  • ორი იბერია - კავშირი საუკუნეთა მანძილზე?

 

სპეციალური აქტივობები:

 

  • ესპანური და ქართული კლასიკური ლიტერატურის თარგმანები
  • ესპანური და ქართული ორმხრივი კულტურული აქტივობები
  • ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
  • არქეოლოგიური ექსკურსია

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მკვლევრებსა და დოქტორანტებს. 

 

  • კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი: 12-14 ივნისი, 2024. თბილისი.
  • კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული
  • კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
  • კონფერენციის სარეგისტრაციო განაცხადი: 150 ლარი (სტუდენტებისათვის: 75 ლარი;  (ონლაინ მონაწილეებისათვის: 50 ლარი) 
  • საკონფერენციო გადასახადი მოიცავს: საკონფერენციო მასალებს, მონაწილეობის სერტიფიკატს, ყავის შესვენებებსა და სამხარს, საზეიმო მიღებას ქალაქ თბილისის საკრებულოში, კულტურულ ღონისძიებებს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მოხსენების თეზისები (300-600 სიტყვა) და მოკლე CV (100-150 სიტყვა) 2024 წლის 15 იანვრამდე უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge დასახელებით: ორი იბერია.


თეზისებთან და  მოკლე CV-სთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორივე ენაზე შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი და გვარი;
  • დაწესებულება და თანამდებობა;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული მისამართი);
  • მოხსენების ენა;
  • მონაწილეობის ფორმატი.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებათ გთხოვთ იხილოთ თანდართული ბროშურა.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge

 

გისურვებთ წარმატებას!