2020 წლის პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP)

30 სექტემბერი 2019

ამერიკის საელჩო საქართველოში, აცხადებს კონკურსს პროფესიული პრაქტიკის პროგრამაში მონაწილეობისათვის.

 

პროგრამის მონაწილეები ხუთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შტატის საკანონმდებლო და ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, ჩაერთვებიან საშტატო მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობის და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში.

 

მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

 

  • განაცხადის მიღების პერიოდში უნდა იყოს 25–დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper-Based TOEFL–ში 500–ზე, IBT–ში 60–ზე, IELTS 6–ზე მეტი ქულა ან გავლილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო დონის ინგლისურენოვანი პროგრამა არანაკლებ ერთი სემესტრისა); თუ კანდიდატი გახდება ნახევარფინალისტი და არ ექნება ზემოთხსენებული საბუთ(ებ)ი, ამერიკული საბჭოები მას თავად ჩაუტარებს TOEFL–ს;
  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
  • უნდა ჰქონდეს საჯარო სექტორში, ან არაკომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება (მაგ., საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ან არასამთავრობო სექტორი);
  • უნდა ჰქონდეს სურვილი მომავალშიც იმუშაოს საჯარო სექტორში;
  • უნდა ავლენდეს ლიდერულ და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

 

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი.

 

ნახევარფინალისტები შეირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე და მათ გასაუბრებება ჩაუტარდებათ ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისში. ფინალისტებს არჩევს ამერიკული საბჭოების ვაშინგტონის ოფისის დამოუკიდებელი კომისია.

 

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 2019 წლის 1 ნოემბერი.

 

პროგრამის თარიღები:  20 აპრილი – 29 მაისი, 2020.

 

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს – ნათია შარიქაძეს, შემდეგ მისამართზე/ნომერზე:

 

 

მისამართი: საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები

ჭავჭავაძის გამზ., I შესახვევი, VI კორპუსი,  II სადარბაზო II სართული,  თბილისი, საქართველო, 0162