Erasmus + გაცვლით პროგრამები 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

13 დეკემბერი 2016

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.

 

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

2017 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილია სტუდენტთა მობილობა  შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/მაგისტრატურა

1 სემსეტრი

Business administration ; Law;

Mathematics and Statistics ;Arts and humanities .

იტალიური ან ინგლისური

 

  1. ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

მაგისტრატურა

1 სემსეტრი

Business administration ; Economics

 

ინგლისური

 

  1. კოლეგიუმ სივიტას უნივერსიტეტი, პოლონეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/მაგისტრატურა

1 სემსეტრი

Political Science; International relations; Social Sciences .

ინგლისური ან პოლონური

 

 

  1. კოზმინსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი  

1 სემსეტრი

Business Administration; Law. 

ინგლისური

 

  1. ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/

დოქტორანტურა   

1 სემსეტრი

Law

გერმანული

 

 

  1. ვარნის მენეჯემენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

 

1 სემსეტრი

Business Administration;

Tourism.

ინგლისური

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდნტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
  • უცხო ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს);  .  
  • ნიშნების ფურცელი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი;
  • ეკონომიურ, სოციალურ ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემ(ებ)ის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • სამაგისტრო პროგრამის მეორე ეტაპის მეორე სემესტრის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხონებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2016 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge  ან ორიგინალი დოკუმენტების სახით, კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და  საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (მეშვიდე სართული, ოთახი A21) 2016 წლის 12 ნოემბრის 14:00 საათამდე.

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდნეტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე:

 

შერჩევის პროცედურა:

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდნეტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და  საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეშვიდე სართული, ოთახი A21.