Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში,საბერძნეთი,გაზაფხული 2021

29 ოქტომბერი 2020

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში,საბერძნეთი (Aristotle University of Thessaloniki, Greece), Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს და სავალდებულო 8 სალექციო საათს).

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან;
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;

 

2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე: 

 

Law, Economics, History and Archeology, Informatics, Political Sciences, Journalism and Mass Communication, Psychology.

 

მობილობის დაგეგმვა შესაძლებელია მხოლოდ მოცემული პერიოდისთვის: 1 თებერვალი - 30 ივნისი, 2021.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;  
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი).

 

       არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ შერჩეული კანდიდატების ნომინირება თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის ონლაინ ბაზაში;
  • ნომინირების შემდგომ, შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დამატებით ინფორმაციის მიწოდება;
  • შერჩეული აკადემიური პერსონალის მიერ მიმღები უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება და საჭირო დოკუმენტების ატვირთვა (Mobility Agreement, CV, Letter of Support - რომელსაც მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური ფაკულტეტის კოორდინატორი გასცემს);
  • აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

 

გისურვებთ წარმატებას!