კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში,საბერძნეთი (Aristotle University of Thessaloniki, Greece), Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს და სავალდებულო 8 სალექციო საათს).
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან;
- კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;
2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე:
Law, Economics, History and Archeology, Informatics, Political Sciences, Journalism and Mass Communication, Psychology.
მობილობის დაგეგმვა შესაძლებელია მხოლოდ მოცემული პერიოდისთვის: 1 თებერვალი - 30 ივნისი, 2021.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- ესე, რომელიც უნდა ასახავდეს კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი).
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ შერჩეული კანდიდატების ნომინირება თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის ონლაინ ბაზაში;
- ნომინირების შემდგომ, შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დამატებით ინფორმაციის მიწოდება;
- შერჩეული აკადემიური პერსონალის მიერ მიმღები უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება და საჭირო დოკუმენტების ატვირთვა (Mobility Agreement, CV, Letter of Support - რომელსაც მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური ფაკულტეტის კოორდინატორი გასცემს);
- აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!