ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია 2022-2023 აკადემიური წლისთვის

9 მარტი 2022

 

გაცნობებთ, რომ ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ბილატერალურ (Bilateral Exchange) გაცვლით პროგრამაში, აცხადებს დამატებით სტიპენდიებზე განაცხადების მიღებას. 

 

ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდიის მოპოვება შესაძებელია კავკასიის უნივერსიტეტის იმ პარტნიორ უნივერსიტეტებში მობილობისთვის, რომელზეც ამ ეტაპზე გამოცხადებულია ბილატერალური გაცვლითი პროგრამა:

 

- ISM University of Management and Economics

- Vilnius University

- Kaunas University of Technology

- Mykolas Romeris University

- LCC International University

- Kazimieras Simonavicius University


სახელმწიფო სტიპენდია მოიცავს:

 

  • ყოველთვიურფინანსურ მხარდაჭერას 420 ევროს ოდენობით (სტიპენიიდის ჯამური ოდენობა გამოითვლება პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვით, შესაბამისად, შესაძლოა, გარკვეული ცვლილება იყოს ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობაში);
  • გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა ხორციელდება სტუდენტის მხრიდან.

 

სტიპენდიის მოსაპოვებლად, განმცხადებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა ატვირთოს ონლაინ პლატფორმაზე:

  • შევსებული ელექტრონულიგანაცხადი;
  • წინასწარი დასტურის ფორმა (აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს განმცხადებელმა, აგრეთვე კავკასიის უნივერსიტეტისა დამენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (TOEFL, IELTS);
  • სამოტივაციოწერილი.

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 29 აპრილი, 2022

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იმისათვის, რომ სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება შეძლოთ, აუცილებელია მონაწილეობა მიიღოთ შიდა საუნივერსიტეტო  კონკურსში ,,საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში (Bilateral Exchange)'' და განაცხადი გააკეთოთ უშუალოდ ზემოხსენებულ უნივერსიტეტებზე 31 მარტამდე.

გისურვებთ წარმატებას!