ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებისთვის 2023-2024 აკადემიური წლისთვის.
ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 14,000 კრონას. სტიპენდია ფარავს როგორც სწავლის საფასურს, აგრეთვე საცხოვრებლის ხარჯებს. პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მხოლოდ მგზავრობის ხარჯები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია, თითოეული 2 ეგზემპლარად:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (სააპლიკაციო ფორმის შევსებას შეძლებთ მოცემულ ბმულზე);
- CV;
- პასპორტის ასლი;
- ჯანმრთელობის ცნობა და ცნობის დამოწმებული თარგმანი ინგლისურად ან ჩეხურად;
- დაბადების მოწმობის ასლი და მოწმობის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ენაზე;
- ბაკალავრის დიპლომის ასლი და დიპლომის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ენაზე;
- ბაკალავრის დიპლომის დანართის ასლი და დანართის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ენაზე;
- ხელმოწერილი განაცხადი წესებსა და პირობებზე თანხმობის შესახებ;
- ხელმოწერილი განაცხადი ჯანმრთელობის მომსახურების გაწევის მარეგულირებელ პირობებზე თანხმობის შესახებ;
- ხელმოწერილი თანხმობის ფორმა, სწავლის დასრულების შემდგომ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების შესახებ;
- ცნობა იმ დაწესებულების სტატუსის შესახებ, სადაც მოგენიჭათ ბაკალავრის ხარისხი (ცნობას გასცემს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS.ge).
ჩეხეთის საელჩოში დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 სექტემბერი.
სასტიპენდიო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ასევე ზემოხსენებული განაცხადის ფორმების სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას!