კორეის განვითარების ინსტიტუტი (Korea Development Institute, KDI) აცხადებს სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებისთვის 2023 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამებია:
- საჯარო პოლიტიკა
- განვითარების პოლიტიკა
- საჯარო მართვა
- ინტელექტუალური საკუთრება და საინოვაციო პოლიტიკა
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში განმცხადებელი სრულად გათავისუფლდება სწავლის გადასახადისგან და მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, სააპლიკაციო პლატფორმაზე უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- სამოტივაციო წერილი (Statement of Purpose);
- ბაკალავრის დიპლომი;
- ნიშნების ფურცელი (ყველა განვლილი სემესტრის);
- 2 სარეკომენდაციო წერილი (მოთხოვნა რეკომენდატორს უნდა გაუგზავნოთ ონლაინ სააპლიკაციო პლატფორმის მეშვეობით);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL iBT, PBT, ITP; TOEIC, TOEIC-S; IELTS; TEPS, NEW TEPS, TEPS-S, I-TEPS; OPIc; PTE Academic; Cambridge English Exams);
- დასაქმების დამადასტურებელი ცნობა, ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი/ბეჭდიანი (მხოლოდ სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებისთვის);
- პასპორტის ასლი;
- 1 ფოტოსურათი.
ონლაინ სააპლიკაციო პლატფორმაზე დოკუმენტების ატვირთვის ბოლო ვადაა 2022 წლის 23 სექტემბერი.
სასტიპენდიო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ ფაილი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ კორეის განვითარების ინსტიტუტს შემდეგ მისამართზე: internationaladmissions@kdis.ac.kr
გისურვებთ წარმატებას!