სტიპენდიები სამაგისტრო პროგრამებისთვის, კორეის განვითარების ინსტიტუტი

23 აგვისტო 2022

 

კორეის განვითარების ინსტიტუტი (Korea Development Institute, KDI) აცხადებს სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებისთვის 2023 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამებია:

  • საჯარო პოლიტიკა
  • განვითარების პოლიტიკა
  • საჯარო მართვა
  • ინტელექტუალური საკუთრება და საინოვაციო პოლიტიკა

 

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში განმცხადებელი სრულად გათავისუფლდება სწავლის გადასახადისგან და მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, სააპლიკაციო პლატფორმაზე უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  2. სამოტივაციო წერილი (Statement of Purpose);
  3. ბაკალავრის დიპლომი;
  4. ნიშნების ფურცელი (ყველა განვლილი სემესტრის);
  5. 2 სარეკომენდაციო წერილი (მოთხოვნა რეკომენდატორს უნდა გაუგზავნოთ ონლაინ სააპლიკაციო პლატფორმის მეშვეობით);
  6. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL iBT, PBT, ITP; TOEIC, TOEIC-S; IELTS; TEPS, NEW TEPS, TEPS-S, I-TEPS; OPIc; PTE Academic; Cambridge English Exams);
  7. დასაქმების დამადასტურებელი ცნობა, ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი/ბეჭდიანი (მხოლოდ სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებისთვის);
  8. პასპორტის ასლი;
  9. 1 ფოტოსურათი.

 

ონლაინ სააპლიკაციო პლატფორმაზე დოკუმენტების ატვირთვის ბოლო ვადაა 2022 წლის 23 სექტემბერი.

 

სასტიპენდიო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ ფაილი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ კორეის განვითარების ინსტიტუტს შემდეგ მისამართზე: internationaladmissions@kdis.ac.kr

 

გისურვებთ წარმატებას!