გაცნობებთ, რომ მალტეპეს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ,თურქეთი, სტამბული (Maltepe University ) აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტურ კონგრესში (20-22 მარტი, 2019) მონაწილეობისათვის თემაზე - „ხელოვნული ინტელექტის სამართლებლივი კონტექსტი."
წარსადგენი ნაშრომის თემატიკა შეიძლება იყოს:
- სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ხელოვნური ინტელექტში;
- ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტატუსი;
- ხელოვნური ინტელექტის საჭიროება სამართალში;
- ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა სოციალურ მედიაში;
- ხელოვნური ინტეტელქტი და ომის დანაშაულები;
ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა: 15 იანვარი, 2019 წელი.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- განთავსება სასტუმროში;
- ტრანსპორტირება აეროპორტიდან- სასტუმრომდე და პირიქით .
- კვება;
- კონგრესის ფარგლებში ყველა სესიაზე დასწრება;
- ყავის შესვენება;
- კონგრესისთვის საჭირო მატერიალები;
- სტამბულის ქალაქის ტური;
პროგრამის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული:
- ავიაბილეთები;
- დამატებითი ხარჯები;
- შიდა ტრანსპორტირება;
- ვიზის მოსაკრებელი ( საჭიროების შემთხვევაში )
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდს ან დაუკავშირდით ელ.ფოსტაზე - lawcongress@maltepe.edu.tr