IAUP ვებინარი 2025 - უმაღლესი განათლება: გლობალური გამოწვევები

10 მარტი 2025

გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაცია (IAUP) დაინტერესებულ პირებს იწვევს ვებინარზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება 2025 წლის 31 მარტს. ვებინარის მთავარი თემა - “უმაღლესი განათლება: გლობალური გამოწვევები”. 

 

შეხვედრაზე განხილული იქნება უმაღლესი განათლების სფეროს ამჟამინდელი გამოწვევები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. დისკუსიები მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და განათლების დეპარტამენტის მიერ ბოლო ცვლილებების გავლენას განათლების სფეროზე. 

 

ვებინარს უმასპინძლებენ

 

  • დოქტორი შონ ჩენი – უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი. სიას უნივერსიტეტის, ჩინეთი, დამფუძნებელი და თავმჯდომარე;
  • დოქტორი ფერნანდო გარსია – ცეტისის უნივერსიტის პრეზიდენტი, მექსიკა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე;
  • დოქტორი დევორა ლიბერმანი –  პრეზიდენტი, ლა ვერნის უნივერსიტეტი;
  • სარა სპრეიტცერი – ვიცე პრეზიდენტი და შტაბის უფროსი;
  • დოქტორი ჰეიდი ცეუ – ვიცე პრეზიდენტის თანაშემწე.

 

ვებინარზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე. დასასწრებად რეგისტრაციის გავლა არის სავალდებულო

 

შეხვედრის დრო: 20:00-21:00 (საქართველოს დროით). 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!