კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს შეუძლია მობილობით ისარგებლოს უცხოურ უნივერსიტეტში, ერთი კვირიდან მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში. მობილობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კონკრეტული პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ.
- სიახლეები
- ჩვენ შესახებ
- კონკურსები და სტიპენდიები
- საერთაშორისო თანამშრომლობა
- ისწავლე საზღვარგარეთ
- Erasmus +
- საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტები
- ხარისხის მაძიებელი სტუდენტები
- CU SUMMER SCHOOL 2023
- საერთაშორისო რეიტინგები
- საერთაშორისო აკრედიტაციები
- CU კამპუსი
- International Staff Week 2025
- საკონტაქტო ინფორმაცია
წამსვლელი აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი
პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:
სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება
ან
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- CV ევროპასის ფორმით;
- ესე, რომელიც უნდა ასახავდეს კავკასიის უნივერსიტეტში მუაშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან.
-
წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტი;
- ზემოთ აღნიშნული დეპარტამენტის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს.
აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალზე ყოველდღიური სტიპენდიის ოდენობა Erasmus+ სახელმძღვანელოს და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
დანია, ირლანდია, ნიდერლანდები, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი - 160 ევრო
ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, უნგრეთი, ავსტრია, პოლონეთი, რუმინეთი, ფინეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, თურქეთი - 140 ევრო
გერმანია, ესპანეთი, ლატვია, მალტა, პორტუგალია, სლოვაკეთი, იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია - 120 ევრო
ესტონეთი, ხორვატია, ლიტვა, სლოვენია - 100 ევრო
მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად. მანძილის გამოსათვლელად იხელეთ:
Travel Distance Calculator:
Travel distances Top-up amounts
Between 10 and 99 KM: 20 EUR per participant
Between 100 and 499 KM: 180 EUR per participant
Between 500 and 1999 KM: 275 EUR per participant
Between 2000 and 2999 KM: 360 EUR per participant
Between 3000 and 3999 KM: 530 EUR per participant
Between 4000 and 7999 KM: 820 EUR per participant
8000 KM or more: 1300 EUR per participant
შენიშვნა: აღნიშნული სტიპენდიის და მგზავრობის ლიმიტები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული უნივერსიტეტის ეროვნული რეგულაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე.