ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

16 ივნისი 2025

9-13 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ერაზმუს+ აკადემიური მობილობის ფარგლებში,  ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, ჰოლანდია, ურბანული ტურიზმისა და არქიტექტურის გუნდის წარმომადგენლებს -  დონაგ ჰორგანს და აბდულ კარას უმასპინძლა. 

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენელმა სტუმრებს გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.

 

მოწვეული პროფესორებისთვის, სალექციო საათები დაიგეგმა კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან, რომლებსაც უმასპინძლა სკოლის ლექტორმა, ნინო თიგიშვილმა. ასევე, მოწვეული სტუმრებისთვის დაიგეგმა საჯარო ლექცია არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტებთან თემაზე: “რეგენერაციული სივრცის შექმნა: სოციალურ-სივრცითი თანასწორობის შენარჩუნება ქალაქებში”. დამატებით ასევე გაცნობითი შეხვედრა გაიმართა არქიტექტურის და დიზაინის სკოლის დეკანთან - მარიამ მენაბდესთან. 

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია ჰოლანდიაში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტთა მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.