8 ივნისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართება წიგნის "ლიბერალიზმი და საქართველო" პრეზენტაცია. წიგნი კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თემურ ხუციშვილის და კავკასიის ტურზმის სკოლის დეკანის, ნინო კალანდაძის თანაავტორობით არის შექმნილი.
პრეზენტაციაზე აუდიტორიის წინაში სიტყვით გამოვლენ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ხუციშვილი და წიგნის თანაავტორები - გია ჯაფარიძე, გიორგი ჯოხაძე.
მოდერატორი - კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი ნინო კალანდაძე.
წიგნი "ლიბერალიზმი და საქართველო" ჭავჭავაძის ცენტრმა გამოსცა.