ბიზნეს თამაში - FRESH Connection

9 მარტი 2024

ციფრული ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამა, ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სფეროთი დაინტერესებულ პირებს იწვევს მსოფლიოში ყველაზე ტრენდულ საერთაშორისო ბიზნეს-თამაშზე- FRESH Connection.

 

“FRESH Connection“  წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბიზნეს თამაშს ღირებულებათა და მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით.  თამაშში მონაწილეები შეძლებენ  მიიღონ მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვის საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილება და შეეჯიბრონ მათ უცხოელ კოლეგებს ეფექტურობაში.

 

FRESH Connection-ზე დასწრება შეუძლია როგორც ლოგისტიკის მოქმედ სპეციალისტებს, ისე სტუდენტებს რომლებსაც აქვთ ინტერესი გაიღრმაონ ცოდნა მიწოდების ჯაჭვის და ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით.

 

ბიზნეს-თამაში ჩატარდება 9 მარტს, 10:00-15:30.

 

თამაშს ჩაატარებს ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის ტრენერი მიხეილ მიულერი.

 

დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ კავკასიის და ვილდაუს ტექნიკურ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტების ერთობლივ სერტიფიკატს.

 

გაითვალისწინეთ რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

 

მონაწილეობა უფასოა.

სამუშაო ენა - ინგლისური.